ევროპის ჩემპიონატზე სამბო-ძიუდოს შერეული გუნდით

AutoSharing Option
15 მაისს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა ვაკეში საკუთარ მოსამზადებელ ცენტრში ღია ვარჯიში გამართა, სადაც 17-22 მაისს მოსკოვში გასამართ სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა.

მოსკოვში ვაჟთა გუნდი სრულად დაკომპლექტებული გაემგზავრება: გენადი ჩირგაძე (52), უშანგი კუზანაშვილი (57), დავით ასუმბანი (62), ლევან ნახუცრიშვილი (68), ბექა ბერულავა (74), გიორგი ბაინდურაშვილი (82), დავით კარბელაშვილი (90), მირიან პავლიაშვილი (100), ნოდარ მეტრეველი (+100). სამი მონაწილე გვეყოლება ქალთა შორის - შორენა შარაძე (64), ნინო ოძელაშვილი (72) და ირინა ლეონიძე (80).

როგორც ვხედავთ, ვაჟთა ნაკრების ბირთვს, ძირითადად, ისევ ძიუდოისტები
შეადგენენ, თუმცა არის შევსებაც ახალგაზრდული ნაკრებიდან - ქუთაისელი ჩირგაძე. აი, ყველაზე უცნობი და მით ყველაზე მოულოდნელი კი ზუგდიდელი ბერულავაა, რომელსაც ნაკრებში დებიუტი ექნება.

მისასალმებელია, რომ გუნდს დაუბრუნდნენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი პავლიაშვილი და ბაინდურაშვილი.

ღია ვარჯიშს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ლიპარტელიანთან ერთად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავა ესწრებოდნენ.

"ნაკრებმა რამდენიმე შეკრება გაიარა - ლეიბზეც და ფიზმომზადებაშიც. შემადგენლობაც ოპტიმალურია, სრული გუნდით მივდივართ. სპორტსმენებისა და მწვრთნელების განწყობა კარგია და იმედია, კიდევ ერთხელ გაგვახარებენ კარგი შედეგებით" - გვითხრა ლიპარტელიანმა.

წარმატებით გამოსვლის იმედი გამოთქვა გალდავამაც, რომელსაც ასევე სჯერა ჩვენი სამბისტებისა: "ეროვნული პირველობის შემდეგ ნაკრებიც გამოიკვეთა, რომელმაც გაიარა ყველა მოსამზადებელი ეტაპი, რაც კი შესაძლებელი იყო.

რამდენადაც გუნდის მწვრთნელებთან საუბრებიდან ვიცით, ნაკრები ოპტიმალურ ფორმაშია. სამბისტებისგან მედლებით განებივრებულები ვართ - როგორც იცით, ახალგაზრდებსა და ჭ
აბუკებში 20 წონაში 16 მედალი მოვიპოვეთ.

მათ შორის - ოქროებიც. ჩვენები ყოველთვის კარგად გამოდიან, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რომელსაც ჰყავს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და მჯერა, ევროპის წლევანდელ პირველობაზეც კარგად იასპარეზებენ. მინდა, წარმატება ვუსურვო მათ"
.

მოსკოვში პირველი საშეჯიბრო დღე 18 მაისია, როცა ვაჟთაგან 52, 68 და 90-ის, ქალთაგან კი 48, 60 და 72-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ.

19-ში ლეიბზე 57, 74 და 100 კილოგრამებში მოჭიდავე ვაჟებსა და 52, 64 და 80-კილოგრამიან ქალებს ვიხილავთ. ასპარეზობის ბოლო დღეს - 20 მაისს საჭიდაოდ 62, 82 და მძიმე წონების ვაჟები, ხოლო ქალთაგან 56, 68 და ასევე მძიმე წონების წარმომადგენლები გავლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული