ჰაცუ ბაშო. 8-22 იანვარი: ლევან გორგაძემ მენისკი დაიზიანა

AutoSharing Option
დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ახალი წლის ბაშოზე ასპარეზობას წყვეტს - სეკივაკე შოდაისთან ორთაბრძოლაში მან მუხლზე მენისკი დაიზიანა. საბედნიეროდ, მყესები არ არის გაწყვეტილი, თუმცა ჩვენებურისთვის ეს ბაშო დასრულებულია.

ექიმებმა ჩვენებურს 2-კვირიანი უქმობა გამოუწერეს, ხოლო კომუსუბი ტაკაიასუს მასთან მოგება ჩაეთვალა.

მე-13 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მეორე გამარჯვება იზეიმა ბაშოზე (2-4), მან მძლავრი ოშიდაშით ეგვიპტელი ოსუნაარაში გაიყვანა დოჰიოდან. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე მე-14 მაეგაშირა ჩიოოტორია (4:6 ურთიერთშეხვედრებში).
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამაგრდი ლევან!და შენც,თემურ.
სოსო
11:56 14-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული