ჰაცუ ბაშო. 8-22 იანვარი: თეიმურაზ ჯუღელის მეექვსე წაგება

AutoSharing Option
ახალი წლის ბაშოს შემორჩენილი ერთადერთი ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) მე-6 მაეგაშირა კოტოიუკისთან დამარცხდა. ეს ჩვენებურის მე-6 წაგებაა ტურნირზე. გაგამარუს მომდევნო მეტოქე მე-11 მაეგაშირა კაგაიაკია (1:3 ურთიერთშეხვედრებში).

ბაშოზე მოულოდნელობით აღსავსე დღე იყო, რადგან ტურნირს შემორჩენილი ორივე დიდი ჩემპიონი (ჰარუმაფუჯიმ, ლევან გორგაძის მსგავსად, ტრავმის გამო შეწყვიტა ასპარეზობა) და ორი ჩემპიონი დამარცხდა. დღეიდან სუპერტურნირზე დაუმარცხებელი აღარავინაა.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): იკიოი-კაკურიუ (ოშიდაში), ტაკაიასუ-ჰაკუჰო (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-კისენოსატო (ოძეკი), გოეიდო-ოკინოუმი (იორიკირი), არავაში-ტერუნოფუჯი (უვატენაგე), კოტოიუკი-გაგამარუ (ჰატაკიკომი).

სატურნირო მდგომარეობა
8-1
: კისენოსატო (ოძეკი), ტაკანოივა (მაეგაშირა 10).
7-2: ჰაკუჰო
(იოკოძუნა), იკიოი (მ 3), ჰოკუტოფუჯი (მ 8), სოკოკურაი (მ 10), იჩინოჯო (მ 13)... 3-6: გაგამარუ (მ 13)... 0-6-3: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-იკიოი, კაკურიუ-ტამავაში, გოეიდო-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-ტერუნოფუჯი, გაგამარუ-კაგაიაკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული