ტოჩინოშინმა (4-6) იორიკირის ილეთით დათმო კიოკუშუჰოსთან და ახლა მე-6 მაეგაშირა იჩინოჯოს ხვდება.
ძურიოს დივიზიონიდან ელიტაში დაბრუნებისთვის იბრძვის თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). მან მძლავრი ოშიდაშით დაამარცხა კიოკუტაისეი და 5-5 ბალანსი გაუხდა. გაგამარუს მორიგი მეტოქე ეგვიპტელი ოსუნაარაშია.
X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ენდო (ჰატაკიკომი), კისენოსატო-ტამავაში (იორიკირი), იოშიკაძე-კაკურიუ (იორიკირი), ტერუნოფუჯი-შოდაი (უვატენაგე), კიოკუშუჰო-ტოჩინოშინი
სატურნირო მდგომარეობა
10-0: კისენოსატო (იოკოძუნა), ტაკაიასუ (სეკივაკე);
9-1: ტერუნოფუჯი (ოძეკი), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 10)... 4-6: ტოჩინოშინი (მ 10).
XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კისენოსატო-იოშიკაძე, კაკურიუ-ტაკაიასუ, ჰარუმაფუჯი-მიტაკეუმი, ტერუნოფუჯი-არავაში, ტოჩინოშინი-იჩინოჯო.