სუმო. ნაცუ ბაშო. 14-28 მაისი: ლევან გორგაძეს მხოლოდ სამი დაუმარცხებელი უსწრებს

AutoSharing Option
ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ბაშოზე ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ლიდერთა სიახლოვესაა. ქართველ სუმოისტს 4-1 ბალანსი აქვს და წინ მხოლოდ სამი კონკურენტია, ორი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი და სეკივაკე ტაკაიასუ.

ასპარეზობის მეხუთე დღეს მან იორიკირის ილეთით დოჰიოდან გაიყვანა ჩინელი სოკოკურაი. ახლა ჩვენებურის მეტოქე მე-8 მაეგაშირა შოჰოზანია.

მე-2 დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ძურიოს პირველ ნომერ სადანოუმის ჰიკიოტოშის ილეთით აჯობა. ქართველ მძიმეწონოსანს 4-1 ბალანსი აქვს. ახლა მისი მეტოქე კიოკოშუჰოა.

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კისენოსატო-ჩიოშომა (იორიტაოში), ოკინოუმი-კაკურიუ (უბრძოლველად), ჰარუმაფუჯი-დაიეიშო (უვატედაშინაგე), ჰაკუჰო-მიტაკეუმი (უვატენაგე), ტერუნოფუჯი-კოტოშოგიკუ (უვატენაგე),
გოეიდო-ჩიონოკუნი (ოშიდაში), ტოჩინოშინი-სოკოკურაი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ტაკაიასუ (სეკივაკე)... 4-1: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 10).

VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-აოიამა, ჰაკუჰო-ენდო, კისენოსატო-დაიეიშო, გოეიდო-მიტაკეუმი, ტერუნოფუჯი-ჩიონოკუნი, ტოჩინოშინი-შოჰოზანი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული