ტოჩინოშინი ლიდერთა შორისაა 9-9 გამარჯვებით, წინ მხოლოდ ორი დიდი ჩემპიონია - დაუმარცხებელი ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი 10 მოგებით.
სამწუხაროდ, დამარცხდა ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), ვისაც ჰიკიოტოშით აჯობა ამინიშიკიმ. გაგამარუს 6-5 ბალანსი აქვს და ბაშოს მე-12 დღეს ჰიდენოუმის ხვდება.
XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ტამავაში-კისენოსატო (უბრძოლველად), მიტაკეუმი-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), ჰაკუჰო-გოეიდო (უვატეჰინერი), ტერუნოფუჯი-აოიამა (უვატენაგე),
სატურნირო მდგომარეობა
11-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა);
10-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა);
9-2: ტერუნოფუჯი (ოძეკი), ტაკაიასუ (სეკივაკე), ტოჩინოშინი (მაეგაშირა 10), ურა (მ 10).
XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ტაკონოივა, ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, გოეიდო-აოიამა, ტერუნოფუჯი-შოდაი, ტოჩინოშინი-ტაკაკეიშო.