სუმო. ნაცუ ბაშო. 14-28 მაისი: ლევან გორგაძის ზედიზედ მეხუთე მოგება

AutoSharing Option
დიდებულად ასპარეზობს ზაფხულის ბაშოზე 29 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელმაც მე-11 დღეს მე-9 გამარჯვება იზეიმა. ჩვენებურმა იორიკირის ილეთით გაიყვანა ტოკუშორიუ დოჰიოდან და ახლა მე-7 მაეგაშირა ტაკაკეიშოს ხვდება.

ტოჩინოშინი ლიდერთა შორისაა 9-9 გამარჯვებით, წინ მხოლოდ ორი დიდი ჩემპიონია - დაუმარცხებელი ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი 10 მოგებით.

სამწუხაროდ, დამარცხდა ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), ვისაც ჰიკიოტოშით აჯობა ამინიშიკიმ. გაგამარუს 6-5 ბალანსი აქვს და ბაშოს მე-12 დღეს ჰიდენოუმის ხვდება.

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ტამავაში-კისენოსატო (უბრძოლველად), მიტაკეუმი-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), ჰაკუჰო-გოეიდო (უვატეჰინერი), ტერუნოფუჯი-აოიამა (უვატენაგე),
ტოჩინოშინი-ტოკუშორიუ (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
11-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა);
10-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა);
9-2: ტერუნოფუჯი (ოძეკი), ტაკაიასუ (სეკივაკე), ტოჩინოშინი (მაეგაშირა 10), ურა (მ 10).

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ტაკონოივა, ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, გოეიდო-აოიამა, ტერუნოფუჯი-შოდაი, ტოჩინოშინი-ტაკაკეიშო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული