ბაშოს 12-დან 12 მოგებით დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ლიდერობს, რომელსაც კვალში 11 მოგებით კიდევ ერთი იოკოძუნა, ჰარუმაფუჯი უდგას.
ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მძლავრი ოშიდაშით მოუგო სეიროს, მას 7-5 ბალანსი აქვს და ახლა ერთი გამარჯვება აშორებს დადებით ბალანსს. ჩვენებურის მეტოქე ძურიოს მე-9 ნომერი კოტოეკოა.
XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ტაკონოივა (უბრძოლველად), ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), გოეიდო-აოიამა (ოშიდაში), ტერუნოფუჯი-შოდაი
სატურნირო მდგომარეობა
12-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა);
11-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა);
10-2: ტერუნოფუჯი (ოძეკი), ტაკაიასუ (სეკივაკე), ურა (მაეგაშირა 10)... 9-3: ტოჩინოშინი (მ 10).
XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტამავაში, ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ, ტერუნოფუჯი-ტოჩიოძანი, გოეიდო-ტაკარაფუჯი, ტოჩინოშინი-შოდაი.