სუმო. ნაცუ ბაშო. 14-28 მაისი: ლევან გორგაძის მოგებათა სერია შეწყდა

AutoSharing Option
ზაფხულის ბაშოზე ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ დამარცხდა ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელმაც სუკუინაგეს ილეთით წააგო ტაკაკეიშოსთან. ჩვენებურს 9-3 ბალანსი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მე-5 მაეგაშირა შოდაია.

ბაშოს 12-დან 12 მოგებით დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ლიდერობს, რომელსაც კვალში 11 მოგებით კიდევ ერთი იოკოძუნა, ჰარუმაფუჯი უდგას.

ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მძლავრი ოშიდაშით მოუგო სეიროს, მას 7-5 ბალანსი აქვს და ახლა ერთი გამარჯვება აშორებს დადებით ბალანსს. ჩვენებურის მეტოქე ძურიოს მე-9 ნომერი კოტოეკოა.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ტაკონოივა (უბრძოლველად), ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), გოეიდო-აოიამა (ოშიდაში), ტერუნოფუჯი-შოდაი
(ოკურიდაში), ტაკაკეიშო-ტოჩინოშინი (სუკუინაგე).

სატურნირო მდგომარეობა
12-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა);
11-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა);
10-2: ტერუნოფუჯი (ოძეკი), ტაკაიასუ (სეკივაკე), ურა (მაეგაშირა 10)... 9-3: ტოჩინოშინი (მ 10).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტამავაში, ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ, ტერუნოფუჯი-ტოჩიოძანი, გოეიდო-ტაკარაფუჯი, ტოჩინოშინი-შოდაი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული