ნაგოიას ბაშო. 9-23 ივლისი: ლევან გორგაძემ იოკოძუნა დაამარცხა

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშოზე ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) დიდი ჩემპიონი კისენოსატო დაამარცხა და 2-1 ბალანსით იწონებს თავს. ქართველმა სუმოისტმა იოკოძუნას იორიკირის ილეთით მოუგო. ჩვენებურის მორიგი მეტოქე კვლავ იოკოძუნა იქნება, მონღოლი ჰარუმაფუჯი. მასთან ბალანსი ქართველს უარყოფითი აქვს - 7 მოგება, 21 მარცხის წილ.

სამწუხაროდ, ცუდი სტარტი გამოუვიდა ძურიოდან ელიტაში დაბრუნებულ თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ). გაგამარუმ სადანოუმისთან წააგო იორიკირის ილეთით. ახლა მისი მეტოქე მე-14 მაეგაშირა კოტოიუკია.

III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ტოჩინოშინი-კისენოსატო (იორიკირი), ჰოკუტოფუჯი-კაკურიუ (ოშიდაში), ჰაკუჰო-შოდაი (ცუკიოტოში), ჰარუმაფუჯი-ტაკაკეიშო (იორიკირი), ტაკაიასუ-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), ტერუნოფუჯი-იკიოი (იორიკირი), გოეიდო-მიტაკეუმი (ოშიდაში), სადანოუმი-გაგამარუ (იორიკირი).

IV დღე
(მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-იოშიკაძე, ჰაკუჰო-ტაკაკეიშო, ტოჩინოშინი-ჰარუმაფუჯი, კისენოსატო-შოდაი, ტერუნოფუჯი-ჰოკუტოფუჯი, გოეიდო-იკიოი, ტაკაიასუ-მიტაკეუმი, გაგამარუ-კოტოიუკი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ტოჩი!!! მიმოხილვაც რომ დადოთ ხოლმე არ შეიძლება?
baruto
16:10 11-07-2017
0
თხოვნაა,და არა მარტო ჩემი,მიმოხილვა დადოთ თუ შესაძლებელია,ან საიტის ლინკი დადოთ სადაც ნახვა იქნება შესაძლებელი
zaza
20:02 11-07-2017
0

სიახლეები პოპულარული