ნაგოიას ბაშო. 9-23 ივლისი: ლევან გორგაძემ შაბათ-კვირას იყოჩაღა

AutoSharing Option
აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) უქმეებზე ზედიზედ ორი ორთაბრძოლა მოიგო და უარყოფითი ბალანსი აღმოფხვრა - 4-4. ჩვენებურმა ჯერ სეკივაკე ტამავაში დაამარცხა იორიკირის ილეთით, შემდეგ კი ამავე ილეთით გავიდა ფონს მე-3 მაეგაშირა იკიოისთან დაპირისპირებაში. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე პირველი მაეგაშირა შოდაია (2:2 ურთიერთშეხვედრებში).

მე-16 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) შაბათს ვეტერანი ტაკეკაძე დაამარცხა მძლავრი ოშიდაშით. კვირას კი ოშიდაშით წააგო ჩიონოკუნისთან. გაგამარუს 2-6 ბალანსი აქვს და მე-11 მაეგაშირა დაიშომარუს ხვდება (3:2 ურთიერთშეხვედრებში).

ბაშოს დაუმარცხებლად (8-0) ლიდერობს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, მონღოლი, რომელმაც კარიერაში 38-ჯერ
მოიგო იმპერატორის თასი.

IX დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კაგაიაკი, ჰარუმაფუჯი-ურა, გოეიდო-ჩიოშომა, ტაკაიასუ-იოშიკაძე, ტამავაში-ტაკაკეიშო, გაგამარუ-დაიშომარუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული