ნაგოიას ბაშო. 9-23 ივლისი: ლევან გორგაძის ზედიზედ მესამე გამარჯვება

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშოზე ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. მან იორიკირის ილეთით პირველი მაეგაშირა შოდაი დაამარცხა და ახლა 5-4 ბალანსი აქვს. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე მე-6 მაეგაშირა იჩინოჯოა.

მოიგო თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ), რომელმაც ოკურიდაშით დაიშომარუ დაამარცხა. გაგამარუს 3-6 ბალანსი აქვს და მე-13 მაეგაშირა ტაკარაფუჯის ხვდება.

ბაშოს 9-0 ბალანსით ერთპიროვნულად ლიდერობს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, მას კვალში 8-1 ბალანსით ბულგარელი აოიამა უდგას.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კაგაიაკი (ჰატატიკომი), ურა-ჰარუმაფუჯი (ტოტარი), ჩიოშომა-გოეიდო (კუბინაგე), იოშიკაძე-ტაკაიასუ (იორიკირი), ტამავაში-ტაკაკეიშო (ოშიტაოში), ტოჩინოშინი-შოდაი (იორიკირი), გაგამარუ-დაიშომარუ (ოკურიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
9-0:
ჰაკუჰო (იოკოძუნა)
8-1: აოიამა (მაეგაშირა 8)
7-2: ტაკაიასუ (ოძეკი), ონოშო (მ 6), ჩიოტაირიუ (მ 10), ტაკარაფუჯი (მ 13)... 5-4: ტოჩინოშინი (მ 2)... 3-6: გაგამარუ (მ 16).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ტამავაში, ჰაკუჰო-ჩიოშომა, ტაკაიასუ-ურა, გოეიდო-კოტოშოგიკუ, ტოჩინოშინი-იჩინოჯო, გაგამარუ-ტაკარაფუჯი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული