თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) კი ისევ გავარდება ელიტური დივიზიონიდან, მან მერვე მარცხი ოკინოუმისთან დაპირისპირებაში იწვნია. ახლა ჩვენებური შოჰოზანს (1:6) ხვდება.
ბაშოზე პირველად დამარცხდა რეკორდსმენი იოკოძუნა ჰაკუჰო, მას მიტაკეუმიმ აჯობა. მიუხედავად ამისა, მონღოლი დიდი ჩემპიონი 10-1 ბალანსით ერთპიროვნული ლიდერია.
XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): მიტაკეუმი -ჰაკუჰო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ჩიოშომა
სატურნირო მდგომარეობა
10-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
9-2: ონოშო (მაეგაშირა 6), აოიამა (მ 8)... 7-4: ტოჩინოშინი (მ 2)... 3-8: გაგამარუ (მ 16).
XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-მიტაკეუმი, ჰაკუჰო-ტამავაში, ტაკაიასუ-ტოჩიოძანი, გოეიდო-კაგაიაკი, ტოჩინოშინი-იოშიკაძე, გაგამარუ-შოჰოზანი.