ნაგოიას ბაშო. 9-23 ივლისი: ლევან გორგაძის ზედიზედ მეხუთე გამარჯვება

AutoSharing Option
ზედიზედ 5 მოგების წყალობით, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ნაგოიას ბაშოზე სანუკვარ მიზანს - დადებით ბალანსს - მიუახლოვდა. ჩვენებურმა იორიკირის ილეთით ჰოკუტოფუჯი დაამარცხა და ახლა 7-4 ბალანსი აქვს. დადებითი ბალანსის დასაბევებლად მას იოშიკაძის დამარცხებაც ეყოფა (14:7 ურთიერთშეხვედრებში).

თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) კი ისევ გავარდება ელიტური დივიზიონიდან, მან მერვე მარცხი ოკინოუმისთან დაპირისპირებაში იწვნია. ახლა ჩვენებური შოჰოზანს (1:6) ხვდება.

ბაშოზე პირველად დამარცხდა რეკორდსმენი იოკოძუნა ჰაკუჰო, მას მიტაკეუმიმ აჯობა. მიუხედავად ამისა, მონღოლი დიდი ჩემპიონი 10-1 ბალანსით ერთპიროვნული ლიდერია.

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): მიტაკეუმი -ჰაკუჰო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ჩიოშომა
(ტოტარი), გოეიდო-ურა (ოშიდაში), ტამავაში -ტაკაიასუ (ოშიდაში), ტოჩინოშინი-ჰოკუტოფუჯი (იორიკირი), ოკინოუმი -გაგამარუ (უვატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
10-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
9-2: ონოშო (მაეგაშირა 6), აოიამა (მ 8)... 7-4: ტოჩინოშინი (მ 2)... 3-8: გაგამარუ (მ 16).

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-მიტაკეუმი, ჰაკუჰო-ტამავაში, ტაკაიასუ-ტოჩიოძანი, გოეიდო-კაგაიაკი, ტოჩინოშინი-იოშიკაძე, გაგამარუ-შოჰოზანი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული