საქმე შემდეგშია: ამ რამდენიმე დღის წინათ კასუგანო ბეიაში (კლუბში, სადაც ტოჩინოშინი ვარჯიშობს) ხელმძღვანელმა კასუგანომ (ის ყოფილი სუმოისტი ტოჩინოვაკაა) სამი რიკიში, ტოჩინოშინი, ტოჩიასიკი და ტოჩიჰირიო დასაჯა. მაგრამ დასჯის ფორმებსაც ხომ გააჩნია - ამბობენ, რომ მან ურჩი შეგირდები გოლფის ყვანჯის ზურგსა და მუცელში ცემით დასაჯა.
თავისი საქციელი კი (ორი დღის შემდეგ პოლიციისთვის მოუწია ახსნა-განმარტება) იმით ახსნა, რომ სუმოისტები არაფრით არ
ამ ინციდენტის გამო სუმოს ასოციაციაში სპეციალური საბჭო შეიკრიბა. ასოციაციის პრეზიდენტმა კასუგანო მკაცრად გააფრთხილა დასჯის უხეში მეთოდების გამო. გაინტერესებთ, ალბათ, როგორ შეიტყო ეს ამბავი პოლიციამ - როგორ და, კლუბიდან დარეკილი ანონიმური ზარის წყალობით. სხვათა შორის, პოლიციამ დასჯის იარაღსაც მიაკვლია, ერთი ყვანჯი გადატეხილი იყო.
სუმოს სკოლებში ფიზიკური სასჯელი (ბამბუკის ჯოხები) მიღებული ფორმა იყო, სანამ 2007 წელს ამას ერთ-ერთი სპორტსმენი არ შეეწირა, მან ვერ გაუძლო ბამბუკის ჯოხით ცემას.
49 წლის კასუგანო სუმოს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ოიაკატაა. მაისის ბაშოს წინ მან ტოჩინოშინს არ მისცა უფლება სპონსორებისგან ნაჩუქარი ახალი მავაშით გასულიყო საბრძოლველად, რადგან მისი აზრით საჩუქარი მეტისმეტად გულუხვი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"