ლევან გორგაძე მაისის ბაშოს ბულგარელ ჩემპიონთან ბრძოლით გახსნის

AutoSharing Option
12 მაისს ტოკიოს დარბაზ "რიოგოკუ კოკუგიკანში" მაისის ბაშო იწყება.

სუპერტურნირში კვლავ ორი ქართველი სუმოისტი მონაწილეობს: ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც დასავლეთის მე-2 მაეგაშირაა და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), ვინც დასავლეთის მე-11 მაეგაშირაა.

ასპარეზობის პირველ დღეს ქართველთა მეტოქეები ცნობილია - ტოჩინოშინი ოძეკი (ჩემპიონი) კოტოოშუს შეხვდება, რომელიც ბულგარელია. ამ ორ სუმოისტს შორის 11:4-ია, ბულგარელის სასარგებლოდ.

ხოლო გაგამარუ პირველ დღეს მონღოლ შოტენროს შეხვდება, რომელიც აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირაა.

ბაშო 15-დღიანი ტურნირია. გამარჯვებული იაპონიის იმპერატორის თასს მიიღებს.

ასევე იხილეთ:
ქართველებმა გაზაფხულის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული