1-4: გაგამარუს ცუდი მესამედი

AutoSharing Option
სექტემბრის ბაშოზე მესამედი მიილია და ელიტაში მოჭიდავე ერთადერთი ქართველის მდგომარეობა რთულია - მე-9 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) 1-4 ბალანსით აუტსაიდერთა შორისაა.

მისი მორიგი მეტოქე ტაკეკაძე იყო, პირველი დაჯახების შემდეგ ჩვენებურს იაპონელი გამოეცალა, თუმცა მსაჯებმა ხელახლა დანიშნეს ორთაბრძოლა. ამჯერად ტაკეკაძემ ბოლო მომენტში სუკუინაგეს ილეთი გამოიყენა და ისე იმარჯვა.

26 წლის ქართველის მომავალი მეტოქე 30 წლის ტოიონოშიმაა, რომელიც ამჟამად მე-7 მაეგაშირაა და ბაშოზე ასევე 1-4 ბალანსით ასპარეზობს, თუმცა გაგამარუსთვის ტოიონოშიმა ძალიან უხერხული მეტოქეა - 6-ივე ორთაბრძოლა მოუგო.

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-აოიამა
(კატასუკაში), ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ (ოკურიდაში), კისენოსატო-ტაკარაფუჯი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-იკიოი (იორიკირი), კაკურიუ-შოჰოზანი (ცუკიოტოში), გოეიდო-კოტოოშუ (უვატენაგე), ტაკეკაძე-გაგამარუ (სუკუინაგე).

სატურნირო მდგომარეობა
5-0
: ჰაკუჰო (იოკოძუნა), იოშიკაძე (მაეგაშირა 8)... 1-4: გაგამარუ (მ 9).

VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი, ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, კაკურიუ-გოიედო, კოტოშოგიკუ-ტაკაიასუ, კოტოოშუ-შოჰოზანი, კისენოსატო-აოიამა, გაგამარუ-ტოიონოშიმა.

ასევე იხილეთ:
გაგამარუ სექტემბრის ბაშოზე მესამედ დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული