ქართველმა გაგამარუმ იაპონელი შოთა დაამარცხა

AutoSharing Option
ეს უქმეები წარმატებული გამოდგა სუმოს ელიტაში შემორჩენილი ერთადერთი ქართველისთვის -მე-9 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ორივე ორთაბრძოლა მოიგო და უარყოფითი ბალანსი გამოისწორა (4-4). მისთვის ყველაფერი თავიდან იწყება...

პირველ ორთაბრძოლაში მან იოლად მოუგო ვეტერან ვაკანოსატოს, რომელმაც 203-კილოიან ქართველს ზურგი აქცია, გაგამარუმ ის რკალიდან უპრობლემოდ მიაბრძანა.

მეორე შეხვედრაში გაგამარუ შოთა ენდოს დაუპირისპირდა და იაპონური სუმოს ამომავალ ვარსკვლავსაც მოუგო - ჩვენებურმა ოშიტაოშის ილეთი გამოიყენა.

ქართველი რიკიშის მომდევნო მეტოქე ოსი არანია, ვისაც ურთიერთშეხვედრებში 4:3-ს უგებს.

სექტემბრის ბაშოს 8-0 ბალანსით დიდი
ჩემპიონი ჰაკუჰო ლიდერობს, მას კვალში ჩემპიონი კისენოსატო უდგას, ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ კი დროებით მოიხსნა ტურნირიდან (ტრავმა).

VII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ჩიოტაირიუ (ჰიკიოტოში), ჰარუმაფუჯი-ტოიოჰიბიკი (იორიკირი), ტოჩიოძანი-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ტაკაიასუ-კოტოოშუ (უბრძოლველად), კისენოსატო-მიოგირიუ (ოშიდაში), გაგამარუ-ვაკანოსატო (ოკურიდაში).

VIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ჩიოტაირიუ (ოშიდაში), ჰაკუჰო-ტაკარაფუჯი (იობიმოდოში), კისენოსატო-ტოიოჰიბიკი (იორიკირი), მიოგირიუ-კაკურიუ (ოშიდაში), გაგამარუ-ენდო (ოშიტაოში).

სატურნირო მდგომარეობა
8-0
: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
7-1: კისენოსატო (ოძეკი)... 4-4: გაგამარუ (მაეგაშირა 9).

IX დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტოიოჰიბიკი, ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ, კაკურიუ-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-ჩიოტაირიუ, გაგამარუ-არანი.

ასევე იხილეთ:
გაგამარუმ უხერხულ მეტოქეს მოუგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული