თეიმურაზ ჯუღელმა ზედიზედ მეხუთედ ვეღარ მოიგო

AutoSharing Option
თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) სექტემბრის ბაშოზე ზედიზედ მე-5 გამარჯვების მოპოვება ვეღარ შეძლო - მისი ტრიუმფული სვლა ასევე მძიმეწონოსანმა სადანოფუჯიმ შეაჩერა.

ცრუ სტარტის შემდეგ რიკიშებს ხელახლა უხმეს დოჰიოზე. თავიდან გაგამარუ ცდილობდა მიწოლით ფონს გასვლას, მერე სადანოფუჯი - უშედეგოდ. ბოლოს მეტოქემ ქართველის მავაში იგდო ხელთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო მისი რკალიდან განდევნა.

გაგამარუს 5-5 ბალანსი აქვს, ხოლო შემოდგომის ბაშოზე ზუსტად ტურნირის მესამედი რჩება. ქართველის მომდევნო მეტოქე მონღოლი ტამავაშია. ის მე-16 მაეგაშირაა (5-5 ბალანსი). ჩვენებურისთვის ტამავაში უხერხული მეტოქეა - ურთიერთშეხვედრებში 6:1-ს უგებს.

ზედიზედ
9 გამარჯვების შემდეგ დაამარცხეს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, მონღოლს გოეიდომ მძლავრი ოშიდაშით აჯობა. ეს მათი 22-ე დაპირისპირება იყო, სეკივაკემ მხოლოდ მეორე გამარჯვება იზეიმა.

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-კაისეი (უვატენაგე), გოეიდო-ჰაკუჰო (ოშიდაში), კისენოსატო-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კაკურიუ-ჩიოტაირიუ (უვატედაშინაგე), სადანოფუჯი-გაგამარუ (იორიკირი) .

სატურნირო მდგომარეობა
9-1
: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
8-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), ჰომაშო (მაეგაშირა 13)...
5-5:
გაგამარუ (მ 9).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-მიოგირიუ, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კისენოსატო-კაისეი, კაკურიუ-ტაკარაფუჯი, კოტოშოგიკუ-ჩიოტაირიუ, გაგამარუ-ტამავაში.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელმა ბაშოზე ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს რა ციდაობა ვერ ვხდები სანახაობაც არარის რარის ეს ყველაფერს სპორტს ნუ არქმევტ
nika
20:54 24-09-2013
0
მხოლოდ ცჰავარდნააა დროებიტი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული