ცრუ სტარტის შემდეგ რიკიშებს ხელახლა უხმეს დოჰიოზე. თავიდან გაგამარუ ცდილობდა მიწოლით ფონს გასვლას, მერე სადანოფუჯი - უშედეგოდ. ბოლოს მეტოქემ ქართველის მავაში იგდო ხელთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო მისი რკალიდან განდევნა.
გაგამარუს 5-5 ბალანსი აქვს, ხოლო შემოდგომის ბაშოზე ზუსტად ტურნირის მესამედი რჩება. ქართველის მომდევნო მეტოქე მონღოლი ტამავაშია. ის მე-16 მაეგაშირაა (5-5 ბალანსი). ჩვენებურისთვის ტამავაში უხერხული მეტოქეა - ურთიერთშეხვედრებში 6:1-ს უგებს.
ზედიზედ
X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-კაისეი (უვატენაგე), გოეიდო-ჰაკუჰო (ოშიდაში), კისენოსატო-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კაკურიუ-ჩიოტაირიუ (უვატედაშინაგე), სადანოფუჯი-გაგამარუ (იორიკირი) .
სატურნირო მდგომარეობა
9-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
8-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), ჰომაშო (მაეგაშირა 13)...
5-5: გაგამარუ (მ 9).
XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-მიოგირიუ, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კისენოსატო-კაისეი, კაკურიუ-ტაკარაფუჯი, კოტოშოგიკუ-ჩიოტაირიუ, გაგამარუ-ტამავაში.
ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელმა ბაშოზე ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა