გაგამარუს მეხუთე გამარჯვება

AutoSharing Option
მე-13 მაეგაშირა გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) ნოემბრის ბაშოზე დადებითი ბალანსი აქვს - 5 მოგება 4 მარცხის წილ.

გაგამარუს მეტოქე ძურიოს დივიზიონის პირველი ნომერი კაგამიო იყო. გამოუცდელ იაპონელს ქართველმა ოშიტაოშის ილეთით აჯობა. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე მონღოლი ტამავაშია, მისთვის ერთობ უხერხული მეტოქე (1:7 ურთიერთშეხვედრებში).

ნოემბრის ბაშოს 9-9 მოგებით ორი დიდი ჩემპიონი, ორი მონღოლი ლიდერობს - ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ჰომაშო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოვაკა (იორიკირი), კისენოსატო-ტაკეკაძე (იორიკირი), კაკურიუ-შოჰოზანი (ჰატაკიკომი), გაგამარუ-კაგამიო (ოშიტაოში).

სატურნირო მდგომარეობა
9-0
: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)... 5-4: გაგამარუ (მაეგაშირა 13)

X დღე
(მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტოჩინოვაკა, ჰარუმაფუჯი-აოიამა, კაკურიუ-ტოჩიოძანი, კისენოსატო-შოჰოზანი, გაგამარუ-ტამავაში.

ასევე იხილეთ:
4-4: გაგამარუს თანაბარი ბალანსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული