გაგამარუს მეტოქე ძურიოს დივიზიონის პირველი ნომერი კაგამიო იყო. გამოუცდელ იაპონელს ქართველმა ოშიტაოშის ილეთით აჯობა. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე მონღოლი ტამავაშია, მისთვის ერთობ უხერხული მეტოქე (1:7 ურთიერთშეხვედრებში).
ნოემბრის ბაშოს 9-9 მოგებით ორი დიდი ჩემპიონი, ორი მონღოლი ლიდერობს - ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი.
IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ჰომაშო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოვაკა (იორიკირი), კისენოსატო-ტაკეკაძე (იორიკირი), კაკურიუ-შოჰოზანი (ჰატაკიკომი), გაგამარუ-კაგამიო (ოშიტაოში).
სატურნირო მდგომარეობა
9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)... 5-4: გაგამარუ (მაეგაშირა 13)
ასევე იხილეთ:
4-4: გაგამარუს თანაბარი ბალანსი