გაგამარუს მარცხი მონღოლ "არწივთან"

AutoSharing Option
წლის უკანასკნელი, კიუშუს ბაშოს 2/3 მიილია და ელიტის ერთადერთ ქართველს, გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) ისევ ისეთი ბალანსი აქვს, როგორიც სტარტზე - ნულოვანი: 5-5.

მე-10 დღეს გაგამარუმ წააგო მონღოლ "არწივ" ტამავაშისთან, რომელიც მისთვის ერთობ უხერხული მეტოქეა - 9 ორთაბრძოლიდან 8 მოუგო. გაგამარუს მომდევნო მეტოქე ტაკარაფუჯია (5-5).

ბაშოზე დაუმარცხებლები არიან დიდი ჩემპიონები - ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი. სავარაუდოდ, იმპერატორის თასის ბედი მათ შორის ბრძოლაში გადაწყდება, რომელიც წლის უკანასკნელი აკორდი იქნება.

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩინოვაკა (ოშიტაოში), ჰარუმაფუჯი-აოიამა (უვატენაგე), კაკურიუ-ტოჩიოძანი (ოშიდაში), კისენოსატო-შოჰოზანი (იორიკირი), ტამავაში-გაგამარუ (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
10-0
: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)
8-2: კაკურიუ (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ჩიოტაირიუ (მაეგაშირა 6)... 5-5: გაგამარუ (მაეგაშირა 13)

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კისენოსატო-აოიამა, კაკურიუ-ჰომაშო, გაგამარუ-ტაკარაფუჯი.

ასევე იხილეთ:
გაგამარუს მეხუთე გამარჯვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული