მნიშვნელოვანი მარცხი ნოემბრის ბაშოზე

AutoSharing Option
მე-13 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ძალზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა დათმო. ელიტას შემორჩენილმა ერთადერთმა ქართველმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია ტაკარაფუჯის და ახლა 5-6 ბალანსი აქვს.

ნოემბრის ბაშოს დასრულებამდე 4 დღეღა დარჩა, ახლა თეიმურაზს მხოლოდ ერთი მარცხის უფლება დარჩა, წინააღმდეგ შემთხვევაში რეიტინგში კლვავ დაქვეითდება.

გაგამარუს მორიგი მეტოქე ფუჯიაზუმაა (7-4), ვისაც მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს დადებით ბალანსს.

კუნძულ კიუშუს ბაშოს 11-11 გამარჯვებით (ამდენივე ორთაბრძოლიდან) ორი დიდი ჩემპიონი ლიდერობს, ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი.

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-გოეიდო (ჰატაკიკომი), კისენოსატო-აოიამა (ოშიდაში), კაკურიუ-ჰომაშო (ოშიდაში), ტაკარაფუჯი-გაგამარუ
(შიტატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
11-0:
ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)
9-2: კაკურიუ (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ჩიოტაირიუ (მაეგაშირა 6)... 5-6: გაგამარუ (მაეგაშირა 13)

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-გოეიდო, ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, კაკურიუ-აოიამა, კისენოსატო-ჩიოტაირიუ, გაგამარუ-ფუჯიაზუმა.

ასევე იხილეთ:
გაგამარუს მარცხი მონღოლ "არწივთან"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული