გაგამარუს ჯერაც დადებითი ბალანსი აქვს (6-5), მაგრამ ნიშნები საგანგაშოა - დღეს მისი მეტოქე მე-15 მაეგაშირა ტაკანოიავაა, რომელსაც კარიერაში პირველად უნდა შეხვდეს.
ლიდერთა სამეული ასეთია: დაუმარცხებელია დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, მას ერთი მარცხით კვალში ჩემპიონი კაკურიუ მიჰყვება, მესამე კი ენდოა.
XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კოტოოშუ (უვატენაგე), კაკურიუ-ტაკეკაძე (ცუკიდაში), კოტოშოგიკუ-შოჰოზანი (იორიკირი), კისენოსატო-გოეიდო (ოშიდაში), ენდო-გაგამარუ (უვატენაგე).
სატურნირო მდგომარეობა
10-1: კაკურიუ (ოძეკი)
9-2: ენდო (მ 10)... 6-5: გაგამარუ (მ 12).
XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-გოეიდო, კოტოშოგიკუ-ენდო, კისენოსატო-კოტოოშუ, კაკურიუ-შოჰოზანი, გაგამარუ-ტაკანოიავა.
ასევე იხილეთ:
თეიმურაზი VS შოთა