თუკი გაგამარუ ელიტის ვეტერანს, 39 წლის მონღოლ კიოკუტენჰოს დაამარცხებს, მიზანიც მიღწეული იქნება. ისინი 8-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, 6:2-ით წინ მონღოლია...
ერთი კარგი ამბავიც გვაქვს: კლუბ "კასუგანოში" ვარჯიში დაიწყო 26 წლის ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელმაც ივლისის ბაშოზე მოგებულ ორთაბრძოლაში მუხლის ჯვარედინი იოგები
სუმო უშეღავათო სპორტია, ტრავმირებული ტოჩინოშინი ჯერ ძურიოს დივიზიონში დააქვეითეს, შემდეგ მაკუშიტაში. ის მაკუშიტას მე-15 ნომრობასაც დაკარგავს და დივიზიონში კიდევ უფრო დაბალი რანგი ექნება. მოკლედ, მარტის ბაშოდან ლევანს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს.
XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-გოეიდო (უვატენაგე), კოტოშოგიკუ-ენდო (იორიკირი), კოტოოშუ-კისენოსატო (უვატენაგე), კაკურიუ-შოჰოზანი (ჰატაკიკომი), გაგამარუ-ტაკანოივა (იორიტაოში).
სატურნირო მდგომარეობა
12-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
11-1: კაკურიუ (ოძეკი)
9-3: ენდო (მაეგაშირა 10), იოშიკაძე (მ 11)... 7-5: გაგამარუ (მ 12).
XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კისენოსატო, კაკურიუ-კოტოშოგიკუ, გოეიდო-ტამავაში, კოტოოშუ-ენდო, გაგამარუ-კიოკუტენჰო. .
ასევე იხილეთ:
ცუდი ამბავი იაპონიიდან: ლევან გორგაძემ მძიმე ტრავმა მიიღო და საოპერაციოა