ლევან გორგაძე იმპერატორის თასისთვის ბრძოლაში ჩაერთო

AutoSharing Option
ფუკუოკაში, ნოემბრის ბაშოს მე-11 დღეს ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მე-9 გამარჯვება იზეიმა და რეალური პერსპექტივა გაუჩნდა, იმპერატორის თასისთვის გაიბრძოლოს.

ლევანმა მონღოლ ვეტერან კიოკუტენჰოს აჯობა და ახლა მე-14 მაეგაშირა სოკოკურაის (8-3) ხვდება. თუკი ჩინელ მებრძოლსაც აჯობებს, ჩვენებური 10 გამარჯვებას მოაგროვებს, ეს კი რეიტინგში სერიოზული წინსვლის გარანტიაა.

მე-11 დღეს ბევრი სენსაცია დაფიქსირდა, რის შემდეგაც ბაშოზე დაუმარცხებელი აღარავინაა, ხოლო ტოჩინოშინი ორ დაწინაურებულ დიდ ჩემპიონს მხოლოდ თითო მოგებით ჩამორჩება.

ძურიოს დივიზიონში თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) ტენკაიჰოსთან დამარცხდა. ჩვენებურს 5-6 ბალანსი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე დაიეშოა.

XI
დღე
(მნიშვნელოვანი ბრძოლები): კისენოსატო-კაკურიუ (ოშიდაში), აოიამა-ჰარუმაფუჯი (ჰატაკიკომი), ჰაკუჰო-გოეიდო (ჰატაკიკომი), ტერუნოფუჯი-კოტოშოგიკუ (ოკურიდაში), ტოჩინოშინი-კიოკუტენჰო (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
10-1
: ჰაკუჰო (იოკოძუნა),კაკურიუ (იოკოძუნა)
9-2: კისენოსატო (ოძეკი), ტოჩინოშინი (მაეგაშირა 8)
8-3: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), მიოგირიუ (მ 11), კიოკუტენჰო (მ 11), სოკოკურაი (მ 14).

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა, ჰაკუჰო-კისენოსატო, კაკურიუ-გოეიდო, კოტოშოგიკუ-იჩინოჯო, ტოჩინოშინი-სოკოკურაი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული