იაპონიაში ქართველი სუმოისტის სახელობის ორცხობილა გამოუშვეს

AutoSharing Option
იაპონიის სუმოს ასოციაციამ გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) სახელობის ორცხობილა გამოუშვა, რომელიც მაისის ბაშოზე გაიყიდება.

რეკლამას ორცხობილას თავად ქართველი სუმოისტი უწევს, რომელსაც წარმატებული გარჯა დაუფასდა წინა ბაშოზე და ახლა მე-6 მაეგაშირაა. 28 წლის ქართველი 199 კილოგრამს იწონის.

10 მაისს ბაშო იწყება. პირველ მეტოქედ გაგამარუს მე-5 მაეგაშირა, მონღოლი ტამავაში ეყოლება.

კიდევ უფრო წინ არის რეიტინგში ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელიც პირველი მაეგაშირაა. ის პირველ დღეს ოძეკი (ჩემპიონი) კოტოშოგიკუს დაეჭიდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული