რეკლამას ორცხობილას თავად ქართველი სუმოისტი უწევს, რომელსაც წარმატებული გარჯა დაუფასდა წინა ბაშოზე და ახლა მე-6 მაეგაშირაა. 28 წლის ქართველი 199 კილოგრამს იწონის.
10 მაისს ბაშო იწყება. პირველ მეტოქედ გაგამარუს მე-5 მაეგაშირა, მონღოლი ტამავაში ეყოლება.
კიდევ უფრო წინ არის რეიტინგში ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელიც პირველი მაეგაშირაა. ის პირველ დღეს ოძეკი (ჩემპიონი) კოტოშოგიკუს დაეჭიდება.