ლევან გორგაძემ შემოდგომის ბაშოზე მებრძოლი სულის პრიზი მოიპოვა

AutoSharing Option
შემოდგომის ბაშო ტრიუმფით დაასრულა 27 წლის ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელმაც ბოლო 8 ორთაბრძოლა ზედიზედ მოიგო და კომუსუბის ტიტული იოლად შეინარჩუნა.

ჩვენებურმა ბაშო 10-5 ბალანსით დაასრულა და მებრძოლი სულის პრიზიც მიიღო. არის შანსი (მცირე), რომ მას სუმოს მესამე რანგში (სეკივაკე) დააწინაურებენ მომავალ ბანძუკეზე.

ლევანმა კომუსუბის რანგით მეხუთედ იჭიდავა კარიერაში, მაგრამ ტიტულის შენარჩუნება პირველად შეძლო.

ერთი საფეხურით მაღლა მდგომმა ორივე სეკივაკემ ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულა, ასე რომ, თუ მესამე სეკივაკეს ადგილს არ დაუმატებენ, ლევანი რეიტინგში წინ ვერ წავა. კანტო-შო ანუ მებრძოლი სულის
პრიზი ტოჩინოშინმა კარიერაში მეხუთედ მოიპოვა.

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ბაშო 6-9 ბალანსით დაასრულა და მომდევნო ბაშოზე ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

იმპერატორის თასი დამატებით ბრძოლაში მოიპოვა დიდმა ჩემპიონმა კაკურიუმ. ეს მონღოლის მეორე იუშოა კარიერაში.

საბოლოო მდგომარეობა:
12-3: კაკურიუ (იოკოძუნა), ტერუნოფუჯი (ოძეკი)
11-4: კისენოსატო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (ოძეკი), იოშიკაძე (მაეგაშირა 1), იკიოი (მ 12).
10:5 ტოჩინოშინი (კომუსუბი), ტოიონოშიმა (მ 8)... 6-9: გაგამარუ (მ 9).

იმპერატორის თასი: კაკურიუ (იოკოძუნა)
ძურიოს ჩემპიონი: შოჰოზანი (ძურიო 6)
მაკუშიტას ჩემპიონი: ჩიოშომა (მაკუშიტა 11)
ბრწყინვალე ასპარეზობა: იოშიკაძე (მაეგაშირა 1)
მებრძოლი სულის პრიზი: ტოჩინოშინი (კომუსუბი) და იკიოი (მ 12)
ტექნიკური რიკიში: იოშიკაძე (მ 1)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული