არადა, ყველას გვახსოვს, რომ დასავლეთის მე-4 მაეგაშირა ბაშოს გატეხილი ნეკნით შეხვდა და ექიმების რჩევის მიუხედავად, სუპერტურნირზე უარი არ თქვა. ჩვენებურს 8-3 ბალანსი აქვს და ახლა დაიეიშოს ხვდება (1:0 ურთიერთშეხვედრებში).
მოიგო თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ) და მდგომარეობა ოდნავ გამოისწორა - 5-6 ბალანსი. სოკოკურაის დამარცხების შემდეგ ქართველის მეტოქე ტაკანოივაა (4:1 ურთიერთშეხვედრებში).
XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-გოეიდო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კაისეი (უვატედაშინაგე), ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ
სატურნირო მდგომარეობა
11-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი)
9-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კაკურიუ (იოკოძუნა)... 8-3: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 4)... 5-6: გაგამარუ (მ 15)
XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-კოტოიუკი, ჰაკუჰო-გოეიდო, კაკურიუ-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-ტერუნოფუჯი, ტოჩინოშინი-დაიეიშო, გაგამარუ-ტაკანოივა.