ლევან გორგაძე სეკივაკეს რანგში კვლავ მოუგებელია

AutoSharing Option
28 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კარიერაში პირველად ჭიდაობს სეკივაკეს რანგში (III იერარქიული წოდება სუმოში), თუმცა, ჯერჯერობით, ის წარუმატებელია. დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯისთან სასტარტო მარცხი თუ მოსალოდნელი იყო, მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან წაგებას აღარ ველოდით, თუმცა ჩვენებურმა იორიკირის ილეთით დათმო.

ახლა ჩვენებურის მეტოქე აღმოსავლეთის სეკივაკე, ბრაზილიელი კაისეია, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 8:5-ს უგებს.

ძურიოს დივიზიონის პირველმა ნომერმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) წააგო არავაშისთან, რომელიც ელიტის სუმოისტია. ახლა ჩვენებურის მეტოქე ჩიოტაირიუა (3:5 ურთიერთშეხვედრებში), გაგამარუს 1-1 ბალანსი აქვს.

II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-მიტაკეუმი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), კაჰუჰო-ოკინოუმი (ოშიდაში),
ტაკაიასუ-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), ტაკარაფუჯი-ტოჩინოშინი (იორიკირი).

III დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი, ჰაკუჰო-მიტაკეუმი, კაკურიუ-ტოჩიოძანი, გოეიდო-ტაკაიასუ, ტოჩინოშინი-კაისეი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული