U18. ამირან წიქორიძე სუმოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორში სუმოში მსოფლიოს ჩემპიონატი დამთავრდა.

საქართველოს (ფედერაციის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე) სპორტულ ღირსებას ექვსი სპორტსმენი იცავდა. მათგან შესანიშნავად იასპარეზა 18-წლამდელთა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ამირან წიქორიძემ, რომელმაც ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში ესტონელი ოლივერ ვალდე დაამარცხა, გადამწყვეტ პაექრობაში კი იაპონელ იოტა კანოს აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. საგულისხმოა, რომ შარშან წიქორიძემ 16-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ულანბატორში საქართველოს დელეგაციას უფროსებში ბრინჯაოს მედალი გიორგი მეშვილდიშვილმა (-115 კგ) მოუტანა. სტარტზე მან რუს სპორტსმენთან წააგო, მაგრამ
დამამშვიდებელში იყოჩაღა - ოთხ მეტოქეს სძლია და მესამე ადგილზე გავიდა, რითაც ავთანდილ ცერცვაძესთან ერთად ვროცლავის 2018 წლის მსოფლიო თამაშების ლიცენზიაც ერგო. ამ წონაში კვარცხლბეკზე ადგილები ასე განაწილდა: 1. ატსამაზ კაზიევი (რუსეთი), 2. მიხაილ ლუტო (პოლონეთი), 3. გიორგი მეშვილდიშვილი და კიოიუკი ნოგუტი (იაპონია).

ქართველმა სუმოისტმა ვაჟებმა გუნდურშიც მესამე ადგილი დაიკავეს. ოქრო და ვერცხლი, შესაბამისად, რუსებმა და მონღოლებმა გაინაწილეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მსოფლიო პირველობა წერია ევროპა კი არა
0
ინფორმაციას არასწორს რატო დებთ ? შარშან წიქორიძე ევროპის ჩემპიონი გახდა
0

სიახლეები პოპულარული