ლევან გორგაძემ ბაშოზე ზედიზედ სამი ბრძოლა მოიგო

AutoSharing Option
კუნძულ კიუშუს ბაშოზე მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. ჩვენებურმა ამჯერად, უვატენაგეს ილეთით დააგდო მიოგირიუ. ტოჩინოშინს 3-2 ბალანსი აქვს და მისი მომდევნო მეტოქე სადანოუმია.

სამწუხაროდ, თანამემამულეს ვეღარ აჰყვა მე-16 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც ჩიოოტორისთან ცურიდაშის ილეთით დათმო. გაგამარუს 2-3 ბალანსი აქვს და ჰოკუტოფუჯის ხვდება. თუ ჩვენებური ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს, იგი აუცილებლად დაქვეითდება ძურიოს დივიზიონში.

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-ოკინოუმი (უვატედაშინაგე), ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (ცუკიოტოში), ჰარუმაფუჯი-ენდო (ოშიდაში), გოეიდო-აოიამა (ოშიდაში), კისენოსატო-კაისეი (უვატედაშინაგე), კოტოშოგიკუ-იოშიკაძე (ოშიდაში), ტოჩინოშინი-მიოგირიუ (უვატენაგე), ჩიოოტორი-გაგამარუ (ცურიდაში).

სატურნირო
მდგომარეობა
5-0
: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (იოკოძუნა), გოეიდო (ოძეკი), სოკოკურაი (მაეგაშირა 14)... 3-2: ტოჩინოშინი (მ 6)... 2-3: გაგამარუ (მ 16)

VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ენდო, ჰარუმაფუჯი-შოდაი, კაკურიუ-იოშიკაძე, კისენოსატო-მიტაკეუმი, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, ტოჩინოშინი-სადანოუმი, გაგამარუ-ჰოკუტოფუჯი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლინკები რატო დაბლოკეთ? სუმოს ილეთების ასაღწერი ლინკები იყო რეკლამის კი არა.
giga
17 ნოემბერი 2016 17:22
0
გმადლობ ვეტერანო და შენც,გიგა,მაგრამ მე მგონია მაინც კარგი იქნება.
სოსო
17 ნოემბერი 2016 16:51
0
იმავე დღეს რამდენიმე საათში იდება
იუთუბზე მოკლე 10-12 წუთიანი ჰაილაითები. უნდა აუკრიფოთ სუმო,
ვთქვათ კიუშუს ბაშო, თარიღი და უყურეთ ყოველდღე.
ვეტერანი
17 ნოემბერი 2016 16:31
0
არ გეწყინოთ ცუდად არ გამიგოთ მარა. რამე რო გაინტერესებს გუგლი არსებობს ამ ქვეყნად და თავადაც შეგიძლიათ მოძებნოთ. არ უნდა დაიზაროთ უბრალოდ. წამიც კი არ დამჭირდა რო მომეძებნა გუგლში.


giga
17 ნოემბერი 2016 16:16
0
მართლაც და კარგი იქნება,თუ სუმოს ილეთების ილუსტრირება მოხდება,თორემ ილეთის სახელი არაფერს გვეუბნება და ცარიელი სიტყვების რახა რუხი გამოდის.ანაც ილეთის ქართული შესატყვისი იხმარეთ.
სოსო
17 ნოემბერი 2016 15:58
0
რომელი ილეთი რას ნიშნავს და როგორ ტარდება იქნებ ერთხელ სუმოს ილუსტრაციული ახსნა განმარტება დადოთ, აშუქებთ და ვერაფერს ვიგებთ გარდა ანგარიშისა.
qar
17 ნოემბერი 2016 15:24
0

სიახლეები პოპულარული