ის ჩვეულებრივად გაჰყვა გუნდს სომხურ წახკაძორში ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე და თავიც შეუძლოდ სწორედ იქ იგრძნო. ექიმებისა და მწვრთნელების ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ მისი თბილისში დაბრუნება გადაწყდა და მართლაც ასე მოიქცნენ, აქ ჩატარებულმა კვლევებმა კი სასწრაფოდ საოპერაციო ვითარება აჩვენა და დასტაქრებმაც საქმე სამომავლოდ არ გადადეს, მყისვე ჩაერივნენ ქირურგიულად და სისხლჩაქცევის შედეგად განვითარებული ეგრეთ წოდებული "კაფსულა" ამოკვეთეს.
როგორც ექიმები ვარაუდობენ, ეს ძველი ტრავმის ნარჩენი იყო, როცა
ვარაუდობენ, რომ სტიმულატორი საქართველოს ჩემპიონატი აღმოჩნდა, სადაც ჩვეულებრივი, რიგითი ფიზიკური ზემოქმედებაც კი (მაგალითად, იმ ადგილას ხელის ან ფეხის მოხვედრა) ხელს შეუწყობდა ამ პროცესების განვითარებას.
ასეა თუ ისე, მარსაგიშვილმა უკვე გაიკეთა ოპერაცია და უახლოეს დღეებში სახლშიც გაწერენ. ის მალე ვარჯიშსაც შეუდგება და როგორც ოლიმპიური გუნდის ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი ვარაუდობს, ევროპის ჩემპიონატისთვის ფორმის აღდგენასაც მოასწრებს. ყოველ შემთხვევაში, მის გამოჯანმრთელებაში ეჭვიც არ ეპარება, ხოლო სპორტულ ფორმაში შესვლას რამდენად მოასწრებს, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული.
ევროპის ჩემპიონატამდე ჯერ მართლაც საკმაო დროა - 2-7 მაისს სერბეთში ტარდება და არც გამოჯანმრთელება უნდა იყოს პრობლემა და არც - ფორმის აღდგენა, თუმცა ფაქტია, რომ მარსაგიშვილს გაუცდა საბაზო შეკრება წახკაძორში.
დიდი ალბათობით, ის ვერც აპრილის დასაწყისში იჭიდავებს საერთაშორისო ტურნირზე, თუმცა დაველოდოთ - იქამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა და ეგებ შეძლოს ლეიბზე გასვლა. დიდი ალბათობით, ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძეს მისთვის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ინდივიდუალური გეგმის შედგენა მოუწევს.
დასასრულ, შეგახსენებთ, რომ მარსაგიშვილი მარტის დასაწყისში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ევროპის ჩემპიონატზე წასვლის მთავარი კანდიდატია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"