U23. ევროპის ჩემპიონატი: კიდევ ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი

AutoSharing Option
უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში მიმდინარე 23 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს კიდევ სამი მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ფინალშია გასული და ტიტულის დაცვას შეეცდება ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული, მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში ბელორუს ვიტალი პიასნიაკს შეხვდება. ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ შოთა ფარტენაძე (61) და მირზა სხულუხია (70), რომლებიც შესაბამისად, უკრაინელ ივან ბილეიჩუკსა და ბელორუს სურკო რაშიტიანაუს დაუპირისპირდებიან.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 სთ-დან დაიწყება, გულშემატკივარს შეხვედრების ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

დღესვე, საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა ჩვენი კიდევ
ერთი მონაწილე ირაკლი მწითური (86).

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალია. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ევროპის ჩემპიონები ავთანდილ კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი გახდნენ, ივერიკო ჯულაყიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

- U23. ევროპის ჩემპიონატი: ჩინებული სტარტი - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული