ევროპის ჩემპიონატი: მარსაგიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
დღეს, 2 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დაწყებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებიდან ასპარეზობაში ოთარ გოგავა (57) და დავით მარსაგიშვილი (86) ჩაებნენ.

მათგან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი მარსაგიშვილი აგრძელებს, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელ ისტვან ვერებს დაუპირისპირდება.

ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 სთ-იდან დაიწყება, შეხვედრების ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეიძლება.

მარსაგიშვილი ჩემპიონატის ნახევარფინალში რუს დაურენ კურუგლიევთან ბოლო წამებზე დასანანი შეცდომის გამო დამარცხდა (2-4), მანამდე კი მოლდოველ დენის ბალაურს (11-6) და ფინელ ტაპანი
ჰეინოს (7-1) გაუსწორდა.

დებიუტანტმა გოგავამ სასტარტო შეხვედრა დათმო ისრაელის წარმომადგენელ იური ჰოლუბთან (0-10).
მკითხველის კომენტარები / 16 /
kaxelo roman rurua gagigia?
gioo
02 მაისი 2017 17:31
0
კახელს,ჭიდაობის აზრზზე ხაარ?კარტოზია,კვირკველია და ბოლოს დიდი რომან რურუა,ასეთები არ დაგესიზმრებათ კახეთში.თუმცა შენ,როგორ გაგიტოლე თავი,ჩვენ ყველანი ქართველები ვართ,მაგრამ მაინც ასე მსჯელობა არ შეიძლება.
roma
02 მაისი 2017 17:30
0
კახელს... ინფორმაციისთვის, დიდი მოჭიდავე გივი კარტოზია ვფიქრობ კახურ გვარს არ შეესაბამება, ასე რომ მეგრელებშიც არიან მოჭიდავეები...
ნუგზარ გოგუა
02 მაისი 2017 17:23
0
რურუა, კარტოზია, კვირკველია, კიდევ ჩამოვთვალო? სირცხვილია, რბილად რომ ვთქვათ. ქიზიყელი ვარ, მეგრელი არ გეგონო!
bondo
02 მაისი 2017 17:19
0
მეგრელი და ჭიდაობა?!
kaxeli
02 მაისი 2017 16:59
0
გოგავა რა კაცია, მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა :) :)
fraternity
02 მაისი 2017 16:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული