ევროპის ჩემპიონატი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია!

AutoSharing Option
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში გავიდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ახმეტ ჩაკაევს დაუპირისპირდება.

ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი თბილისის დროის 21:00 სთ-დან დაიწყება და შეხვედრების ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეიძლება.

ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი დაამარცხა (8-2), მანამდე კი აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი (9-5) და მოლდაველი ანდრეი პერპელიტა (4-1) ჩამოიშორა გზიდან.

დღესვე 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზა ავთანდილ კენჭაძემაც, რომელმაც 1/4-ფინალში სომეხ გრიგო გრიგორიანთან დაძაბული შეხვედრა ბოლო წამებზე დათმო
(4-5).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ორი ბრინჯაოს მედალია - წინა დღეს პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინც უყურა კენჭაძის ჭიდაობას იქნებ ამიხსნათ რა მომენტში დაკარგა 2 ქულა ბოლო წამზე? როცა ტატამს არ ეხება და არც 90გრადუსით არ არის გადასული?
zviadi
18:22 04-05-2017
0
ბოლო წამზე რომ აღებ ფიზიკა ან ტაკტიკა აკლიათ!
გოგი ქუთაისელი
16:34 04-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული