23:09 05-05-2017
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა მედალოსანმა ქართველმა ფალავანმა სასტარტო შეხვედრაში რუს ალან ხუგაევს მოუგო (5-2), მაგრამ 1/4-ფინალში ოლიმპიურ, მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონთან, თურქ ტაჰა აკგულთან ვერაფერი გააწყო (4-14). გენომ სანუგეშო ტურნირში უკრაინელი დანილო კარტავი დაამარცხა (6-2).
აღსანიშნავია, რომ მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალი ასევე მოიპოვა სომხეთის სახელით მოჭიდავე ლევან ბერიანიძემ.
დღესვე 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარუმატებლად იასპარეზა დავით ტლაშაძემ, რომელიც სასტარტო შეხვედრაშივე დამარცხდა ევროპისა და მსოფლიოს არაერთგზის მედალოსანთან, თურქ იაკუპ გორთან (6-7).
შეგახსენებთ, რომ მანამდე კონტინენტის ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) იზეიმა, მესამეპრიზიორები კი ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.
6-7 მაისს ნოვი სადში ჩემპიონატი უკვე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული