ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 5 მაისს ბრინჯაოს მედალი მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელი დანიელ ლიგეტი დაამარცხა (4-2).

ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა მედალოსანმა ქართველმა ფალავანმა სასტარტო შეხვედრაში რუს ალან ხუგაევს მოუგო (5-2), მაგრამ 1/4-ფინალში ოლიმპიურ, მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონთან, თურქ ტაჰა აკგულთან ვერაფერი გააწყო (4-14). გენომ სანუგეშო ტურნირში უკრაინელი დანილო კარტავი დაამარცხა (6-2).

აღსანიშნავია, რომ მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალი ასევე
მოიპოვა სომხეთის სახელით მოჭიდავე ლევან ბერიანიძემ.

დღესვე 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარუმატებლად იასპარეზა დავით ტლაშაძემ, რომელიც სასტარტო შეხვედრაშივე დამარცხდა ევროპისა და მსოფლიოს არაერთგზის მედალოსანთან, თურქ იაკუპ გორთან (6-7).

შეგახსენებთ, რომ მანამდე კონტინენტის ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) იზეიმა, მესამეპრიზიორები კი ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

6-7 მაისს ნოვი სადში ჩემპიონატი უკვე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული