ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: სამი ბრინჯაოს შანსი

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლას საქართველოს ნაკრების სამი წევრი აგრძელებს.

55 კგ-მდე წონით კატეგორიაში თეიმურაზ ვანიშვილი რუს ალიკ ხადარცევს დაუპირისპირდება. 84-ში ზაურ ბერაძე - სომეხ ჰოვანეს მხითარიანს, ხოლო 120-ში ზურაბ ურთაშვილს მეტოქედ მოლდოვის წარმომადგენელი სამჰან ჯაბრაილოვი ეყოლება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება და გულშემატკივარს შეხვედრების ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეეძლება.

დღესვე 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზა მირზა სხულუხიამ, თუმცა 1/4-ფინალში დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა
ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირის პირველ დღეს სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა. კონტინენტის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (96) გახდა, ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა ნიკა კენჭაძე (74), ბრინჯაო კი ედემი ბოლქვაძემ (60) დაისაკუთრა.

დორტმუნდში მიმდინარე ტურნირზე 1-2 ივლისს მედლები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის გათამაშდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული