გენო პეტრიაშვილმა და იაკობ ქაჯაიამ საქართველოს ოქროს მედლები მოუტანეს

AutoSharing Option
ანკარაში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი "ჩემპიონები". ჩვენებისთვის მედლების რაოდენობით შთამბეჭდავი არც მეორე დღე აღმოჩნდა, სამაგიეროდ, ხარისხი იყო მაქსიმალური - ორი მედალი მოიპოვეს და ორივე ოქროსი! საინტერესოა, რომ ორივეს მძიმე წონაში დავეუფლეთ.

"თავისუფლებში" ეს გენო პეტრიაშვილმა შეძლო, ბერძენ-რომაელებში - იაკობ ქაჯაიამ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენებურებს მთელ ტურნირზე ვერავინ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა.

ფინალში ქაჯაიამ თურქი კირცან მუმინი დაამარცხა, პეტრიაშვილმა კი რუს ედვარდ კოდალაევს მოუგო 5:0; 4:0.

შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ჩვენებიდან ბრინჯაოს მედალი ფირუზ წულუკიძემ (66) მოიპოვა, ტურნირი კი 2 ივნისს მთავრდება.

ასევე იხილეთ:
ფირუზ წულუკიძემ ანკარას ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული