6 ივლისს 50, 60, 74 და 96 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ ანუ ჩვენგან ნიკა ტატუაშვილი (50), შოთა ფარტენაძე (60), ლაშა გიგაშვილი (74) და როლანდ ანდრიაძე იასპარეზებენ.
ამ გუნდში ოთხივე მათგანი დებიუტანტია, თუმცა ჭაბუკებშიც ამ რანგის შეჯიბრებებში მხოლოდ ფარტენაძეს და გიგაშვილს უჭიდავიათ, რომლებიც ევროპულ ბრინჯაოსაც ფლობენ.
არ ვამტკიცებთ, რომ ამ კვარტეტიდან მედლებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ჩვენი მთავარი "დამრტყმელი ძალა" 7 ივლისს იჭიდავებს: ბექა ბუჯიაშვილი (55), დავით ბუზიაშვილი (66), ლევან
ამათგან ბუზიაშვილი და გოგრიჭიანი ჭაბუკებში ევროპის ბრინჯაოს მედალოსნები არიან, ბუჯიაშვილმა და გოგრიჭიანმა შარშან ახალგაზრდულ გუნდშიც იასპარეზეს, მაგრამ გუნდის უდავო ლიდერი მაინც პეტრიაშვილია - ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებულ მედლებს თავი რომ დავანებოთ, ის მარტში უფროსებში გახდა ევროპის მესამე პრიზიორი, ხოლო ახალგაზრდებში, დიდი ხანია, ყველას უგებს და წინ ვერავინ უდგება.
დიდი ხანია, სპორტული დაოსტატების მხრივ ახალგაზრდული შეჯიბრებები მისთვის არაფრისმომცემ ტურნირებად იქცა, იმდენად დიდი უპირატესობით ამარცხებს ყველას.
იმედია, ეშმაკი მაინცდამაინც ახლა არ გააქტიურდება (მოგეხსენებათ ანდაზა - ეშმაკს არ სძინავს) და პეტრიაშვილი მორიგ ტიტულს მოიპოვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"