დავით მარსაგიშვილი: დარწმუნებული ვიყავი ჟურნალისტი ფრაზის ბოლოს დაწერდა - იცინის

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გავრცელდა ქართველი სპორტსმენის, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის, დავით მარსაგიშვილის ინტერვიუ, რომელმაც საზოგადოების ცხოველი ინტერესი გამოიწვია.

ინტერვიუში მარსაგიშვილი მანდილოსნების მიმართ საკმაოდ მკაცრ განცხადებებს აკეთებს და კონკრეტულ შემთხვევებში, მათ ცემასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.

ამასთან დაკავშირებით მარსაგიშვილმა საკუთარ "ფეისბუქზე" განცხადება გაავრცელა, სადაც ის ინტერვიუს ავტორს მიმართავს და განმარტავს, რომ მისი წინადადება ქალის ცემასთან დაკავშირებით ხუმრობა იყო.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად.

"გამარჯობა,
გულისტკივილით მინდა გამოვეხმაურო სოფიო ბოჭორიძის სტატიას, რომელიც 23 ივლისს ნიუს პორტალ sana.ge-ს მეშვეობით გაავრცელდა.

რამდენიმე დღეა საზოგადოება მაკრიტიკებს, იმ
ინტრვიუს გამო, რომელიც არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. არ ვიმყოფები თბილისში, ამიტომ ვერ შევძელი გამოხმაურება.

მინდა განვმარტო და დავაფიქსირო ჩემი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება რიგი საკითხების მიმართ.

მესმის გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა. ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზებისათვის, მამაკაცი და ქალი სახელმწიფომ შესაძლებელია განიხილოს როგორც თანასწორუფლებიანი, დამოუკიდებელი სოციალური ერთეულები, მაგრამ ჩემი პიროვნებისთვის მიუღებელია.

ტრადიციულ ოჯახში ვარ აღზრდილი და მწამს ისე, როგორც ქრისტიანული მორალი მასწავლის, ქალი ღვთისმშობლის ხატება და მსგავსებაა, მართებს მორჩილება ღვთისა და კაცის.

გულისტკივილით ვისაუბრე მოხევე ბავშვებზე, რომლებსაც სოფლად არ აქვთ საშუალება საკუთარი უნარ-ჩვევების რეალიზებისა. აღვნიშნე, რომ ქალაქში მეტი საშუალება და პირობაა. შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. სიტყვა "ჩლუნგი" საკუთარ თავს მოვარგე, როდესაც ვთქვი, ალბათ სოფელში დავჩლუნგდებოდი-მეთქი.

და ბოლოს, ფრაზა, რომელმაც თითქმის ყველა ნიუსპორტალის მთავარ გვერდზე გაიჟღერა : "როცა ქალი დამნაშავეა და თან ტლიკინებს, უნდა შემოარტყა, აბა, რა უნდა ქნა?! ".

როგორც მჩვევია, ინტერვიუ მხიარულად ჩავწერე. ფრაზა, რომელმაც ერთგვარი სკანდალი გამოიწვია, რა თქმა უნდა, ვიხუმრე. დარწმუნებული ვიყავი, ჟურნალისტი წინადადების ბოლოს, ძალიან მარტივად, ფრჩხილებში ემოციას დააფიქსირებდა და დაწერდა - იცინის.

ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას!

ცხოვრების წესით ყოველ წუთს და ყველგან ვამტკიცებ ჩემი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულს. დიდი იმედი მაქვს, "განაწყენებული" საზოგადოება გამოიჩენს კეთილგონიერებას, და ე.წ ყვითელი პრესას არ მისცემს ამ თემით მანიპულირების საშუალებას.

თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ, - "მოყვასზე ცუდის მთქმელ გველს ჰგავს, ღუპავს მსმენელის სულს და ვერც საკუთარს აცხოვნებს".

ვინც რა უნდა წეროს და ილაპარაკოს, - ეს ჩემი სიმართლეა.

დათო მარსაგიშვილი."

ასევე იხილეთ:
ლუკა კურტანიძე: მარსაგიშვილის მაგიერ ბოდიშს მანდილოსნებს მე ვუხდი
მკითხველის კომენტარები / 17 /
შეეშალა ბიჭს და რად უნდა ამას ლაპარაკი? ქალისთვის ხელის დაკარება რა წესია?
ეხლა ახალგაზრდაა და თუ ვინმეს ამ კაცისთვის სიკეთე გინდათ, გაპრავება კი არ უნდა დაიწყოთ, უნდა უთხრათ, რო შეეშალა! გაიგებს და ეცოდინება.
დუდუ
14:32 01-08-2013
0
აქ კომენტარების უმეტესობას რომ გადავხედე გავოცდი. არ მეგონა თუ ამდენ ოჯახში ამგვარი ძალადობა (კაცის ცოლზე ან ძმის დაზე და ა.შ.)მისაღები ყოფილა. ცხოვრებაში, თუ ბავშვობას არ ჩავთვლი, ჯერ ჩემს თავს არ ვაკადრებ რომ ჩემს დას ხელით შევეხო ეს ერთი და მეორეც ალბათ იმიტომ რომ ჩემი მშობლებისგან ესეთ რამეს არ შევსწრებივარ. დასკვნები თქვენთვის მომინდვია.
roma
14:05 01-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული