ბუდაპეშტში ორი ბრინჯაოს მოპოვების შანსი გვაქვს

AutoSharing Option
17 სექტემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში.

ასპარეზობაში რევაზ მინდორაშვილის გუნდის სამი ფალავანი ჩაერთო.

სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ) ბრძოლას აღარ აგრძელებს.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვთ ლევან ქელეხსაშვილსა (66) და დავით ქერაშვილს (96).

ქელეხსაშვილი რეპეშაჟის ფინალშია, სადაც მაგომედ ყურბანალიევს ხვდება, ხოლო ქერაშვილი უკრაინელ პაველ ოლეინიკს დაეჭიდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული