შეგახსენებთ, რომ ის ძველ წონაში - 57-შიც ლიდერობდა, სადაც 2015 წლიდან მოყოლებული, პირველი პოზიცია არ დაუთმია, ახლა კი ახალ წონაშიც დაწინაურდა. ამაში ლომის წილი ევროპის მესამე ჩემპიონობამ ითამაშა, რაც ჩვენი ათლეტის კარიერაში აპრილში, სერბეთში გამართულ კონტინენტის პირველობაზე მოხდა.
ხინჩეგაშვილმა 61 კილოგრამში ლიდერობა ამერიკელ მსოფლიოს ჩემპიონ (ოღონდ არაოლიმპიურ წონებში) ლოგან
მეოცე ადგილზეა პარიზის "დიდი პრიზის" გამარჯვებული, ახალგაზრდა შოთა ფარტენაძე.
სამწუხაროდ, რეიტინგის მოწინავეთა შორის, ანუ ათეულში არც ისე ბევრი ჩვენებურია - მხოლოდ ორი შედის, თუმცა საკმაოდ მაღალ პოზიციაზე კი არიან. ხუთეულში დამკვიდრდნენ: ევროპის ჩემპიონი და კონტინენტის წლევანდელი მესამეპრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125) მეორეა, ხოლო ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი ელიზბარ ოდიკაძე (97) - მეოთხე.
ჩვენი სხვა ფალავნებიდან ყველაზე უკეთესი პოზიცია ევროპის ორგზის ჩემპიონს, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამეპრიზიორ დავით მარსაგიშვილს (86) აქვს - XI ადგილი. 23-წლიანებში ევროპის ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე (74) და უფროსებში ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი ზურაბ იაკობიშვილი (65) XIII პოზიციაზე დგანან.
რეიტინგში კიდევ ერთი "მამლუქი" ქართველია - აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ევროპის წლევანდელი ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი 57 კილოგრამში მეორეა, მხოლოდ ირანელ ჰასან რაჰიმის ჩამორჩება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"