29 ნოემბერს ის ნიცაში, ოლიმპიურ ჩემპიონ ჰენრი დეგლანის სახელობის მემორიალში ჩაერთო, მაგრამ პირველივე შეხვედრაში ამერიკელ ბრუკ კლიმონსთან ძველი ტრავმა გაუმიზეზდა - ისევ ის ნაოპერაციები მხარი ამოუვარდა და დარბაზიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეს ძალიან რთული ტრავმაა - ძნელად მოსარჩენი, მუდმივად საფრთხის შემცველი, დატვირთვებისადმი შეუსაბამო, რომელსაც ძალიან ბევრი ნიჭიერი სპორტსმენის კარიერა შეუწირავს.
ღმერთმა ჰქნას, ხუციშვილი გამონაკლისი იყოს - ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა.
მისი ასეთი ფატალური უიღბლობის