გიორგი ჩხარტიშვილმა ჰენრი დეგლანის სახელობის მემორიალში ოქრო დაისაკუთრა

AutoSharing Option
29 ნოემბერს ნიცაში, ოლიმპიურ ჩემპიონ ჰენრი დეგლანის სახელობის მემორიალში, დავით ხუციშვილის უიღბლობის მიუხედავად, რომელსაც ტრავმა გაუმიზეზდა, 84 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მაინც მოვიპოვეთ, რომელსაც გიორგი ჩხარტიშვილი დაეუფლა.

მან თავიდან ფრანგებს - სტეფან მარცზინსკის (9:5) და ისლამ დუდაევს (13:3) სძლია, ნახევარფინალში ესპანელ დანიელ რამას 8:0 მოუგო, ფინალში კი გამოცდილი ლატვიელი არმანდას ზვირბულისი 9:4 დაამარცხა.

ამ ოქროს გარდა, ჩვენი ნაკრების მონაგარი ჯერჯერობით კიდევ 2 ვერცხლია, რომ
ელსაც ასევე ახალგაზრდები - რამაზ დარჩიძე (55) და ომარ გურჯიძე (66) დაეუფლნენ.

დარჩიძე ფინალში მასპინძელ ზოჰაირ ელ ოუარაკთან დამარცხდა, გურჯიძე - ასევე ფრანგ მაქსიმ ფიკეტთან.

ასევე იხილეთ:
დავით ხუციშვილის უიღბლო დაბრუნება - დარბაზიდან პირდაპირ საავადმყოფოში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული