შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა ტრავმა შაბათს, ფრანგულ ნიცაში, ჰენრი დეგლანის მემორიალზე მიიღო პირველივე წრეში ამერიკელ ბრუკ კლიმონსთან, როცა ნაოპერაციები და მისთვის ფრიად პრობლემური მხარი იტკინა. ის მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მოგვიანებით საფრანგეთიდან გერმანიაში, კერძოდ კი, მაინცში, ისევ იმ კლინიკაში წაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთეს.
ცხადია, მთელ ამბებში ამჯერადაც გერმანიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე და ბოლო წლებში იქაური ნაკრების ლიდერი დავით ბიჩინაშვილი ეხმარებოდა - ჩვენები
გამოკვლევამ აჩვენა, რომ ძველი ტრავმა არაფერ შუაშია, ნაოპერაციები მხარიც ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს, ხოლო ახალი დაზიანება კუნთის გაჭიმვითაა გამოწვეული.
როგორც ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გვითხრა, ფიზიკური დატვირთვისას კუნთი გაიჭიმა, რის ნიადაგზეც განვითარდა სისხლჩაქცევა, რამაც გამოიწვია სხეულის იმ კონკრეტული ადგილის გამობერვა. სწორედ ამან გააჩინა ეჭვი ძველი ტრავმის განახლებაზე...
გერმანელი ექიმები ამჯერად ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას ვერ ხედავენ, მხოლოდ სტაციონალური მკურნალობით შემოიფარგლებიან.
უბრალოდ, თებერვალში ისევ დაიბარეს ჩვენებური მაინცში მორიგ გამოკვლევაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დავით ხუციშვილის უიღბლო დაბრუნება - დარბაზიდან პირდაპირ საავადმყოფოში