ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი აღარ არის

AutoSharing Option
ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი აღარ არის. ამის შესახებ პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

პრეზიდიუმის სხდომას, საერთო ჯამში, 33 დელეგატი ესწრებოდა, შედგა კვორუმი და პრეზიდიუმმა ლუკა კურტანიძეს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუჩერა. 33 დელეგატიდან კურტანიძის პოსტზე დარჩენას მხარი 4-მა დელეგატმა დაუჭირა.

გარდა ამისა, პრეზიდიუმმა უარყო კურტანიძის ორივე შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებდა მისი უფლებამოსილების გადაბარებას ვიცე-პრეზიდენტ ედიშერ მაჩაიძისთვის და საანგარიშო სხდომის 26 თებერვალს დანიშვნას.

სპორტის სამინისტროს განმარტებით, ედიშერ მაჩაიძისთვის უფლებამოსილების გადაბარება გამორიცხულია, რადგან წესდება ამგვარ ფორმულირებას არ ითვალისწინებს.

სხდომაზე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის თარიღად 26
დეკემბერი დადგინდა. ხოლო მანამდე ფედერაციას სამკაციანი ჯგუფი უხელმძღვანელებს, რომელშიც რომან რურუა, დიმიტრი გელაშვილი და გიორგი ლომიძე.

პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენის სავარაუდო ვადა 5-20 დეკემბერი იქნება.

ასევე იხილეთ:
ლუკა კურტანიძე: ქართველთა ცილისწამებამ, გაუნათლებლობამ და უმადურობამ!
მკითხველის კომენტარები / 5 /
შენი ცოლი რო წამოაჯინე ყველას თავზე აბა როგორ გეგონა.
გიგი
03:07 02-12-2014
0
ლუკა როდის აგეხილება თვალები.ნაცჯაშუში ცოლად მოიყვანე.მეცოდები ძალიან. რამდენი ტანჯვა გავიარეთ აფხაზეთიდან დევნილებმა. მე თქვენ ოჯახს დებს და მამიდას ვიცნობდი ძალიან მეწყინა შენი მომავალი თუ მართლა დაუკავშირე ხათუნას.მის განსვენებულ ქმარზე ბევრი კარგი მსმენია.ილოცეთ შენ და შვილებმაც,რათა იგივე არ გაგიკეთოს ხათუნამ რაც პირველ ქმარს გაუკეთა.ლუკა უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს შენი შვილებით.
ნოდიკო
16:13 02-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული